Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მეუფე იოსები მერიას პასუხობს _ ვლოცულობ ქალაქის მერისთვის
Regions.ge
08 December 2016, 16:20
შემოქმედის ეპარქია ქალაქის მერიას პასუხობს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ ქალაქის მერის განცხადებებს და ეპარქიისადმი ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საკითხს. ნებისმიერი შემოწირულობა, დაფინანსება და მიზნობრივი დახმარება მოხმარდა და ხმარდება ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და განვითარებას; დაფინანსება, რომელსაც ქალაქის მერია გამოყოფს, არასოდეს ყოფილა წელიწადში 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარზე მეტი, ხოლო 2016 წელს გაცილებით ნაკლები - 25 000 (ოცდახუთიათას) ლარს შეადგენდა; ტაძრის ქტიტორები და მშენებლები კარგად უწყიან, რომ აღნიშნული დაფინანსება ერთი მცირე ტაძრის მშენებლობისათვისაც კი არ არის საკმარისი; ეპარქია საკუთარი მეურნეობის და საეკლესიო შემოწირულობებიდან ეხმარება საციალურად შეჭირვებულ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით და სხვა; მზადყოფნას გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფინანსისტებთან ერთად, დეტალურად განვიხილოთ მერიის მხრიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვითი ნაწილი და ანგარიში; ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევთანხმდეთ სამომავლოდ, ანგარიშვალდებულების ნებისმიერ მისაღებ მექანიზმზე. ჩვენ ვლოცულობთ მრევლისთვის, მთავრობისა და მხედრობისათვის, მათ შორის ქალაქის მერის და მისი თანამშრომლების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები აწერს. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთის მერიამ შემოქმედის ეპარქიას დაფინანსება ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვის გამო შეუწყვიტა. ამავე თემაზე: ოზურგეთის მერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს _"საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს დოკუმენტაციას აუცილებლად გადავცემთ" შემოქმედის ეპარქია: "მერმა გამოაქვეყნა ცილისმწამებლური ინფორმაცია შემოქმედელი მიტროპოლიტის მიმართ"
წყარო: gurianews.com
gurianews.com
08.12.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი